მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა, ორგანიზაციის საგანგებო დიპლომატიურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯერ ვირუსთან ბრძოლა და მისი დამარცხებაა საჭირო, ხოლო კრიტიკა მერე გამოთქვან.
„არსებობს ერთი ან ორი ქვეყანა, რომელიც როგორც ჩანს შეშფოთებულია იმ ქმედებებით რაც ადრეულ პერიოდში გახორციელდა. ყველას ვეუბნებით, ვევედრებით, კონცენტრაცია მოხდეს ვირუსის დამარცხებაზე და შემდეგ ხოლო საჩივრები მოგვიანებით იყოს“,_ განაცხადა დავიდ ნაბარომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას უწყვეტენ ან რაიმე სახის განცხადებას აკეთებენ, უნდა ახსოვდეთ, რომ არ არის მხოლოდ ჯანმო და არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთელი საზოგადოება. მსოფლიოში მრავალი ადამიანი მუშაობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და ყველა იღებს პასუხისმგებლობას, იღებს მსხვერპლს.