ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ჯანმოში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ ქვეყნებშია ინფიცირების შემთხვევბის ზრდა შემაშფოთებელი.
,,ზოგიერთ ქვეყნებში COVID-19-ის შემთხვევების ბოლოდროინდელი ზრდა ნამდვილად შეშფოთების მიზეზია. უნდა ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით და ყურადღებით, აღვადგინთ შეზღუდვები. იქ, სადაც ახალი კერა გაჩნდება, მთი კონტროლი უნდა განხორციელდეს სწრაფი და გამიზნული ჩარევის საშუალებით“ ,- აცხადებს ჯანმოს ევროპული ბიუროს წარმომადგენელი.
ბოლო მონაცემებით, ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევამ 3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო 206 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.