,,უარესი ჯერ კიდევ წინ არის, ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეთ გარემოსა და პირობებში უარესის შიში გვაქვს“, – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის ხელმძვანელმა, ტედროს ადჰანო გებრეიესუსმა განაცხადა.
მისივე თქმით, პანდეემის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.
,,გლობალური სოლიდარობის არარსებობა და გაყოფილი მსოფლიო ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. უარესი ჯერ კიდევ წინ არის,ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეთ გარემოსა და პირობებში უარესის შიში გვაქვს.
ყველას გვსურს, რომ ეს დასრულდეს, მაგრამ მძიმე რეალობა ისაა, რომ ის დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის“, – განაცხადა ადჰანომ.
ჯანმოს ხელმძვანელი ქვეყნის მთავრობებს მოუწოდებს, რომ გერმანიის, სამხრეთ კორეის და იაპონიის მაგალითებს მიჰყვნენ, რომლებმაც ეპიდემიის შეჩერება სრულყოფილი ტესტირებით და კონტაქტების კვლევით შეძლეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ გარკვეულ პროგრეს მიაღწია, პანდემიის ტემპი მაინც იზრდება. ჩემი მთავარი გზავნილია: ტესტი, კონტაქტების კვლევა, იზოლირება და კარანტინი.
მოვუწოდებ ქვეყნის მთავრობებს, რომ გერმანიის, სამხრეთ კორეის და იაპონიის მაგალითებს მიჰყვნენ, რომლებმაც ეპიდემიის შეჩერება სრულყოფილი ტესტირებით და კონტაქტების კვლევით შეძლეს“, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა
Worldometers-ის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით 10 412 421 ადამიანია ინფიცირებული, 508 228 ადამიანი კი გარდაიცვალა, ხოლო 5 668 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა