ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ვაქცინის დამატებით დოზას დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.
გარდა ამისა,განცხადებაში აღნიშნულია, რომ Sinovac-ის და Sinopharm-ის ვაქცინების დამატებითი დოზები 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებმა უნდა მიიღონ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა განმარტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მესამე დოზის ზოგადი მოსახლეობისთვის რეკომენდაციას არ შეიცავს.
„რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ ახლა ვიძლევით არის ის, რომ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ვაქცინის დამატებითი დოზა უნდა მიეცეს, რათა თავიდან აიცილონ დაავადების მძიმე ფორმები, რომელიც ჰოსპიტალიზაციას ან სიკვდილიანობას იწვევს“, – აცხადებს ჯანმოს იმუნიზაციის დეპარტამენტის დირექტორი, კეიტ ობრაიენი.