იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე მეტი ას წელს გადაცილებული ადამიანი ცხოვრობს. ეს კუნძული ითვლება ყველაზე ჯანმრთელ ადგილად დედამიწაზე.
მწეველი ადამიანები ათჯერ მეტად იტანჯებიან სტრესისაგან, ვიდრე არამწეველები და ისინი, ვინც მოწევას თავი დაანებეს – ერთად აღებული.
ადამიანები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან, ხშირად იტანჯებიან ქრონიკული დაღლილობის სინდრომით.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ძალიან სასარგებლოა ძილის წინ ჩახუტება, ეს აძლევს სხეულს და ტვინს მოდუნების საშუალებას და გვეხმარება დაძინებაში.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შოკოლადი ხელს უწყობს მათემატიკის ნიჭის ამაღლებას.
მარტოობა ასუსტებს იმუნურ სისტემას. მეგობრებსა და თქვენთვის ახლობელ ადამიანებს შეუძლიათ 60%–ით გააუმჯობესონ თქვენი იმუნიტეტი.
თუ ახალ ჭრილობაზე შაქარს დააყრით, ის ტკივილსაც შეამსუბუქებს და ჭრილობის შეხორცებასაც შეუწყობს ხელს.
ახლობლებზე დარდი და მონატრება ხშირად იწვევს უძილობას. თქვენგან შორს მყოფი ახლობელი ადამიანის არყოფნამ და მასზე ფიქრმა შეიძლება ხშირად გაგაღვიძოთ ღამით.
ალუბალს შეუძლია გაანადგუროს სიმსივნური უჯრედები.
დიეტური გაზიანი სასმელები ისევე ანადგურებენ კბილებს, როგორც კოკაინი.
ადამიანები, რომლებიც არასოდეს წუწუნებენ, ხშირად იტანჯებიან დეპრესიისა და სტრესისაგან.
მეცნიერებმა თუმცა შექმნეს ხელოვნური გული, მაგრამ მას არ შეუძლია პულსირება, ამიტომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება ხელოვნური გულის გადანერგვა.
15 წლის ინგლისელი დაუნიზმით დაავადებული ბიჭი ლაპარაკობს ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და ლათინურ ენებზე, მას შეუძლია ვიოლინოზე დაკვრა და დაამყარა 6 რეკორდი დაუნიზმით დაავადებულთა კონკურსზე.
სტრესი სამართლიანად ითვლება “ჩუმ მკვლელად” – ის იწვევს გულის დაავადებებს, სისხლის წნევის მომატებას და ნაადრევ სიკვდლიანობას.
თუ თქვენ სახლში კატა გყავთ, მაშინ თქვენი გულის დაავადებების რისკი 40%–ით ნაკლებია.
თუ თქვენ 4 საათზე ნაკლები ან 10 საათზე მეტი გძინავთ, თქვენ რისკის ქვეშ იმყოფებით და სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ ცხოვრების რეჟიმი.
ბანანის რძიანი კოქტეილი – შესანიშნავი საშუალებაა ნაბახუსევის წინააღმდეგ.