ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ, _ გადაწყვეტილება სახელმწიფო კომისიამ მიიღო.
ჯანსუღ ჩარკვიანს ხუთშაბათს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია მთაწმინდაზე 14:00 საათზე იქნება.
ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი 86 წლის ასაკში დღეს დილით გარდაიცვალა.