დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხუთჯერ შევიდა მირზა სუბელიანთან შესახვედრად.
ხორავას ქუჩის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ სუბელიანს ჯაფარიძე შაბათს, 6 ივლისს, 20 ივლისს, 10 სექტემბერსა და 11 ოქტომბერს შეხვდა.
ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ციხეში იმ დღესაც შევიდა, როცა რუსთავი 2-მა მათი აუდიოჩანაწერის P.S.-ში გასვლა დააანონსა. ჩანაწერის სრული ვერსია იმავე საღამოს, კვირას, 14 ოქტომბერს გავიდა ეთერში.
წყარო: on.ge