პარლამენტში უკვე ინიცირებულია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომლის ავტორები პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი არიან, _იუწყება pn.ge.
კანონპროექტის მიხედვით, ავტომობილზე სპეციალური ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის 2 ათას ლარიანი ჯარიმა წესდება.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენება მხოლოდ ცალკეული სატრანსპორტო საშუალებების მიერ არის დასაშვები. ასევე, სატრანსპორტო საშუალებებზე დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფერის სპეციალური ციმციმის დაყენება, ხოლო სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენების თანხმობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
































































