ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 4 შემთხვევა გოგოლესუბანში დაფიქსირდა, მათ შორის 2 სკოლის თანამშრომელია. 2 შემთხვევა დადასტურდა ქვემო ერკეთში, 1 შუა ამაღლებაში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის გოგოლესუბანში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია და დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.