დატბორილი ხის საწარმო და ბეტონის ქარხანა – ჟინვალში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. უხვად მოვარდნილმა წყლის ნაკადმა სპეციალურად მოწყობილი დამბა გაარღვია და საწარმოები დატბორა. ტერიტორიაზე შესვლას მეპატრონეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
“იქ ვიყავი ჯებირი როა გადმოანგრია, იქით, ვაკვირდებოდი რას იზამდა. დილის 5-ის ნახევრამდის და სულ მოაშალა ის ჯებირები. დიდი დინება შემოვიდა. თუ რამე შიგნით ხის მასალა იყო, პაკრიშკა, ისე ინერტული მასალები, ყველაფერი წაიღო. ხეები მოქონდა, უბედურობა”, – ამბობს ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელი.
წყარო: მთავარიტვ