ჩოხატაურიდან ოზურგეთისკენ მიმავალ გზაზე, (თბილის–ბათუმის ტრასა)ყველა გამვლელი ხედავს მეტად საშიშ მდგომარეობას. ტრასის გასწვრივ მდინარე სუფსა მიედინება, რომელსაც უკვე სერიოზულად აქვს მიტაცებული ნაპირთან მდებარე ადგილები, მინდვრები, საყანე ფართობები…
„სანამ ტრასაზე არ შემოვარდება მდინარე სუფსა და ტრაგედია არ დატრიალდება, მოძრაობა მთლიანად პარალიზებული არ გახდება, მანამ არ უნდა გაკეთდეს?“ – სვამენ კითხვებს შეშფოთებული მძღოლები, რიგითი მოქალაქეები. ასევე ბევრი ადამიანი რეკავს რედაქციაში.
„გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა ამ საკითხზე.
ჩვენ ახლა „გზამშენი 18 –ის“ ხელმძღვანელს, თემურ ჯახვას დავუკავშირდით.
_მე ყველაზე მეტად მაწუხებს ეს პრობლემა. არ ინერვიულოთ. საგზაო დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა ტენდერი. ერთ კვირაში დასრულდება. გაკეთდება სამასი მეტრი სიგრძის ჯებირი“, _ თქვა მან „გურია ნიუსთან“.
ვრცლად ამ საკითხზე მალე შემოგთავაზებთ.
ავტორი