რაც უფრო ცნობილია ადამიანი, მით დიდია ინტერესი მის მიმართ. ამიტომ ჟურნალისტები გამალებით ცდილობენ, მათი ცხოვრების დეტალების გამომზეურებას, მათ თვალსა და ყურს ხომ არაფერი დაემალება.
ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი 1936 წელს მოევლინა ქვეყანას. მისი დაბადების ისტორია პირდაპირ მზა სიუჟეტია მექსიკური ტელესერიალისთვის – მამამ, რომლის შესახებაც ნიკოლსონმა დღემდე თითქმის არაფერი იცის, ორსული მეგობარი გოგონა მშობიარობამდე ერთი თვით ადრე მიატოვა.
გოგონას დედამ, რომელიც ერთ-ერთ ღამის კლუბში “შოუ-გოგონად” მუშაობდა, გადაწყვიტა, ქალიშვილს დახმარებოდა და მისი ბავშვი აღეზარდა.
ბიჭს დაუმალეს, თუ ვინ იყო მისი ნამდვილი დედა და 30 წლის ასაკამდე დედას “დას” ეძახდა, ბებიას კი – “დედას”. ეს ყველაფერი ჯეკს გაზეთ “ტაიმის” ჟურნალისტმა ინტერვიუს აღების დროს შეატყობინა. იმ დროისთვის ორივე ქალბატონი უკვე გარდაცვლილი იყო…