ბათუმში საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გრძელდება.
მანამდე ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს, მათ მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
აქციაზე ნაცმოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯელალ ქიქავამ განცხადება გააკეთა: „ჩვენ ხელისუფლებას დრო მივეცით 8 საათამდე. ამ დროის ამოწურვის შემდეგ, ფეხებზე გვკიდია კორონა _ გავდივართ კონსტიტუციური სივრციდან და ვაცხადებთ სრულ დაუმორჩილებლობას“.