ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში მომღერალმა და ავტორ-შემსრულებელმა ჯემალ სეფიაშვილმა, საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაცია „გერა“ წარადგინა, რომლის შესახებაც „გურია ნიუსმა“ შემთხვევით გაიგო.
ფოლკლორის ცენტრში მისულებს სცენაზე ამღერებული ჯემალ სეფიაშვილი დაგვხვდა, რომელიც დარბაზში მყოფთ ასე მიეფერა სიყვარულის დასტურად: „ჩემი გული ალალ… თქვენი“ და გამოსვლა დაასრულა.
თუმცა, „გური ნიუსის“ ჟურნალისტის გიორგი გირკელიძის კითხვაზე, რა აზრის იყო ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, სიყვარული დაივიწყა და უცებ გაღიზიანდა:
_ არ მსურს ამ თემზე საუბარი, _ უთხრა მან. როცა ჟურნალისტმა კვლავ ჰკითხა, მხოლოდ საკუთარი მოსაზრება მოსაზრება გამოეთქვა, ასეთი პასუხი გასცა: „ნუ გამიტ….ეთ!“.