ამერიკული კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი კოსმოსში 20 ივლისს გაემგზავრება. ამის შესახებ ჯეფ ბეზოსმა Instagram-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
„ხუთი წლის ასაკიდან კოსმოსში გამგზავრებაზე ვოცნებობდი. 20 ივლისს ჩემს ძმასთან ერთად გავემგზავრები. უდიდესი თავგადასავალი მელის ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად“, – დაწერა ჯეფ ბეზოსმა.