აღარა გვყავს მუდამ მხიარული, გულიანი და თბილი მაიკო თენიეშვილი.
ჰანგების გაგონებისას გასაოცარი ხმის ტემბრითა და ემოციით მომღერალი, ტრაგიკული ცხოვრებით დაჭრილი და მაინც ყველას ბედნიერების მოსურნე, ალალი და კეთილი მაიკო. როგორ მოგვენეტრება შენი შემომღერება დერეფანში, როგორ დაგვაკლდება შენი ერთგული თანადგომა… საკუთარ ტკივილს არავის უმხელდი. უჩუმრად უმკლავდებოდი , ვინ იცის, რამდენ სევდას… წახვედი ღვინობისთვეში… შემოდგომისას… ჯერ ადრე იყო შენი შემოდგომა,მაიკო!დაგვაკლდები ყველას.
სული გვეწვის. გვტკივა. გვენანები, გვებრალები… _ სამწუხარო ინფორმაცია ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.