შალვა გოგოლაძემ არარაგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა“, _ განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს ბრალდებულს აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარემ კი სასამართლოს 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას არ აღიარებს და ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს.
შემთხვევა 29 ივნისს მოხდა, 24 წლის კაცმა ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. სევა შალოიანი ამ დროისთვის მკურნალობას დამწვრობის ცენტრში განაგრძობს, მას სხეულის 37% აქვს დამწვარი.
თავად გოგოლაძე ბრალს არ აღიარებს.
ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.