თვითმხილველების ინფორმაციით, 87 წლის ქალს მანქანა მაშინ დაეჯახა, როცა ის გზაზე გადადიოდა, რის შემდეგაც უკვე სხვა ავტომობილმა გადაუარა.
დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში, სოფელ მუკუზანში მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.