ოზურგეთში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის და აღნიშნავს, რომ მისი და ყოფილმა ქმარმა ჯერ სცემა, შემდეგ კი აწამა.
როგორც ის განმარტავს, მისი და შველას ითხოვდა, თუმცა „არავინ უშველა, არც მეზობელმა“.
“მოთხოვნა არის, რომ პოლიციამ მკაცრი ზომები მიიღოს, რომ ჩემი და იყოს ბოლო, დამნაშავეს უნდა მიუსაჯონ მუდმივი პატიმრობა. შველას ითხოვდა და არავინ უშველა, არც მეზობელმა, არავინ! ჩემი და ნაცემი და ნაწამებია”, – აცხადებს მოკლული ქალის და „კურიერთან“.
მოკლულის ერთ-ერთი ახლობლის ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ქალი ჯერ სცემა, შემდეგ მოკლა, ფაქტი კი 4 წლის ბავშვის თანდასწრებით მოხდა.
შეგახსენებთ, გუშინ, ოზურგეთში, ყოფილი ცოლის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს.