პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოლაპარაკებებსა და ოპოზიციური პარტიების სამომავლო გეგმებს.
„ისე აღმოჩნდა, რომ დღეს მე ვიყავი ერთადერთი, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამ მოლაპარაკებების პროცესში. სხვა პარტიების ლიდერებიდან არავინ ესწრებოდა, ამიტომ დამსწრეებს აინტერესებდათ, კონკრეტულად როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკების რაუნდი, როგორი იყო პროცედურები და შევეცადე, მაქსიმალურად მომეყოლა, რაც ხდებოდა. ამის შემდეგ იყო საუბარი მომავალ გეგმებზე და რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები, რა შეიძლება გააკეთონ პარტიებმა, მათ შორის ახლა იწყებენ მსჯელობას 15 მაისის აქციაზე. ჯერ ვერ მოგიყვებით ვერაფერს, შეთანხმება არაფერზე არ ყოფილა, რადგან მე ადრე გამოვედი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.