ჩვენს ქვეყანაში ძალიან უყვართ სხვადასხვა სახის დიეტები. არსებობს მრავალი მითი თუ ლეგენდა, რომ ესა თუ ის სპეციალურად შედგენილი კვებითი რაციონი ერთ კვირაში რამდენიმე ზედმეტ კილოგრამებს დაგვაკლებინებს. შემიძლია, გაცნობოთ ერთი ორიგინალური დიეტის შესახებ, რომელიც სულ რაღაც ერთ კვირაში ათიოდე კილოგრამს მოგაშორებთ.
ამერიკელი მსახიობი ჯერალდ ბატლერი ჭარბი წონის მოსაშორებლად, აგრეთვე შლაკებისა და ტოქსინებისგან სხეულის გასაწმენდად, შემდეგ ხერხს მიმართავს. მისი კვებითი მენიუ შვიდი დღის განმავლობაში მხოლოდ წყლით, ლიმონით და წითელი წიწაკით შემოიფარგლება.
ალბათ, სწორედ რომ წითელი წიწაკის განსაკუთრებულად გემოვნურ თვისებებს უნდა უმადლოდეს, რომ ბატლერი ამ დიეტის პერიოდში მუდმივად იმყოფება პირადი მწვრთნელისა და დიეტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც მას აკონტროლებენ. შეიძლება, ეს მეთოდი გახდომის მართლაც უებარი საშუალებაა, მაგრამ ამ „დიეტის“ დაცვას ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ჭარბწონიანებს მაინც არ ვურჩევდი.
ავტორი