“ჯერჯერობით, ნორმალურად!“ _ ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი ზუგდიდში “გურია ნიუსის“ შეკითხვას, თუ როგორ მიმდინარეობს ზუგდიდში საარჩევნო პროცესი ამ დროის მონაცემებით,ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის თავმჯდომარე, ანა წითლიძე.
– ანუ არანაირი დარღვევა არ არის? მოკლედ რომ გვითხრათ…
– არა, დარღვევები როგორ არ არის, ტელევიზორს არ უყურებთ?! მაგრამ ამაზე ახლა ვერ დაგელაპარაკებით – უბანზე შევდივარ, – გვითხრა ანა წითლიძემ.
მანამდე, სწორედ, ანა წითლიძის მიერ გავრცელებული ინფორმციით, ზუგდიდის 2 საარჩევნო უბნიდან “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლები და კომისიის წევრი გამოაძევეს. მისი თქმით, გამოძევების მიზეზი არის, რომ დამკვირვებლებს გადაღების უფლება არ მიეცათ. წითლიძის განმარტებით, მათი წარმომადგენლები უბანში ე.წ ბეიჯებითა და სრული წესის დაცვით შევიდნენ, თუმცა უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ მიეცათ. წითლიძის ინფორმაციით, დამკვირვებლები და კომისიის წევრი 26-ე და 55-ე უბნებიდან გამოაძევეს.