რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს ჩოხატაურში, თუმცა წვიმას ამ დრომდე მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.
როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი იამზე ვაჩეიშვილი “გურია ნიუსთან” ამბობს, რამდენიმე სოფელში შუქი გამოირთო.
“ჩვენ დავრეკეთ ყველა სოფლის წარმომადგენელთან. წარმომადგენელთა თქმით, სოფლებში წვიმას პრობლემები არ შეუქმნია. მხოლოდ რამდენიმე სოფელში გაითიშა დენი, რაც ნაწილობრივ აღდგენილია. დანარცენ სოფლებშიც უახლოეს დროში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება“, _ გვითხრა იამზე ვაჩეიშვილმა.