„ჯერსის“ შიშის ტყუპი ხბო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხემლისხიდში, შოთა მახარაძის ფურმა მოიგო.
_ძალიან გახარებული ვართ, ორივე მდედრობითი სქესისაა. ხელოვნური დანერგვის გზით მოხდა განაყოფიერება. კი ვიცოდი, რომ ეს მეთოდი კარგი ვეტექიმის ხელში ამართლებს. „ჯერსი“ საუცხოო ჯიშია. მინდა კარგი დეკეულები გავზარდო. ნამდვილად მიხარია, – თქვა „გურია ნიუსთან“ შოთა მახარაძემ.
ბატონი შოთა გამოცდილი და წარმატებული ფერმერია, რის შესახებაც ჩვენ არაერთხელ ვწერდით.
ამჯერად მან მესაქონლეობას მიჰყო ხელი და ეს საქმეც კარგად გამოუვიდა.
წარმატებებს ვუსურვებთ წარმატებულ ფერმერს!
ავტორი