ამერიკული მასმედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ მსახიობი ჯესიკა ალბა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის „მსხვერპლი“ გახდა.
ჯესიკა საკუთარი მანქანით, ლოს-ანჯელესის გარეუბანში დიდი სიჩქარით მოძრაობდა. რასაკვირველია იქაურმა წესრიგის დამცველებმა ეს შეამჩნიეს და მსახიობს მანქანის გაჩერება მოსთხოვეს.
ჯესიკა არ დაიბნა. მოახლოებულ პოლიციელს გაუღიმა და უმანკო სახის გამომეტყველებით შესჩივლა, რომ უკან პაპარაცები მოსდევდნენ და მათგან გაქცევას ცდილობდა.
მსახიობის გულითადმა ღიმილმა თავისი გაიტანა. პოლიციელმა მხოლოდ გაფრთხილება აკმარა. უფრო მეტიც, პაპარაცებისგან „დასაცავად“ მსახიობი სახლამდეც კი მიაცილა.
ავტორი