საომარი ქმედებები უკრაინის სამხედროებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის გრძელდება.
როგორც Unian უკრაინის გაერთიანებულ ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაბომბვისას, მინსკის ხელშეკრულების მიხედვით, აკრძალული იარაღი გამოიყენეს.
როგორც ცნობილია, უკრაინულ მხარეს თავდასხმა უპასუხოდ არ დაუტოვებია, რის შედეგადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების 2 სამხედრო დაიღუპა, 1 კი დაიჭრა.