სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე ან ერთიდან სამ წლამდე. თუკი გამოძიებამ ჯგუფური დანაშაული დაადგინა, თავდამსხმელებს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ელით.
ლაშა თორდიას განცხადებით, გუშინ, თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ “ელ ცენტროში” თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა თავს. „ნამდვილად ოთარ ფარცხალაძე იყო, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა კიდევ 3-4 პირი, ყველა ერთად მირტყამდა”, _ განუცხადა თორდიამ რუსთავი2-ს.
ლაშა თორდია საავადმყოფოშია და გამოკვლევები უტარდება, მას ტვინის შერყევა აქვს.