რთული ვითარებაა გურიაში, სადაც ძლიერ სტიქიას ებრძვიან – განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი, ჩაკეტილია გზები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მეწყერმა დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.
“კურიერის” ინფორმაციით, სოფელ ჯიხანჯირში ეძებენ არასრულწლოვანს.