ინგლისის განთქმული წითელი სატელეფონო ჯიხურები მობილური ტელეფონების “შემოსევამდე” ქვეყნის სიამაყე გახლდათ.
ახლა ჯიხურებს მოყვარულები ყიდულობენ და მასში აწყობენ შხაპებს, ტუალეტებს…
პატარა სოფელ ვესტბერის მცხოვრებლები საკუთარ ჯიხურს ვერ შეელივნენ – “ბრიტიშ ტელეკომისგან” იყიდეს და მასში სოფლის ბიბლიოთეკა მოაწყვეს.
ბიბლიოთეკაში, რომელიც ღამითაც განათებულია, სრული თვითმომსახურებაა. სოფლის 800-ივე მცხოვრები დიდი სიამოვნებით სარგებლობს თავისი საყვარელი, მსოფლიოში ყველაზე პატარა ბიბლიოთეკით.