სამტრედიის მუნიციპალიტეტის ფრენბურთელ ქალთა გუნდმა “ჯიკომ” საქართველოს ჩემპიონობა დაიბრუნა.
საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის დებულებით გათვალისწინებული სამი წინასწარი ტური ,,ჯიკომ” 15 შეხვედრიდან 14 მოგებით დაასრულა და საფინალო ტურს ერთპიროვნულ ლიდერად ჩაუდგა სათავეში. საფინალო მეოთხე ტურში პირველი ადგილისთვის საბრძოლველად ოთხი გუნდი გავიდა: ,,ჯიკო”, ,,თბილისი”, ,, ბათუმი” და ,,საქართველოს ევროპული უნივერსიტეტი”.
ნახევარფინალში ,,ჯიკომ” სძლია ევროპული უნივერსიტეტის გუნდს 3:0. თბილისელებმა საფინალო საგზური ბათუმის გუნდს გადაულოცეს.
29 მაისს ბათუმის ახლადაშენებულ სპორტის სასახლეში ადგილობრივი გულშემატკივრებით გადაჭედილ არენაზე ,,ჯიკომ” ანგარიშით 3:1 ბათუმის გუნდს სძლია და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.
ავტორი