,,ქართულ ოცნებას“ მხოლოდ საკუთარი მომავალი ადარდებს და არა – ქვეყნის“, _ ასე გამოეხმაურა Twitter-ზე ,,ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, დაეტოვებინა 19 აპრილის შეთანხმება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა და მიანიშნებს, რომ ამ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი ადარდებს და არა – ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს”, _ წერს ჯიმ რიში.
ცნობისთვის, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე – არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძის თქმით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “მათ კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.
ავტორი: მერაბ ცაავა