ცოტა ხნის წინ ჩოხატაურში, სოფელ შუა ამაღლებაში ხანძარი იყო.
როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა სოფელ ამაღლებაში მამუკა დოლიძემ უთხრა, ერთ-ერთ ოჯახში საკვამურ მილში გაჩნდა ცეცხლი.
“ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. ცეცხლი საკვამურ მილში გაჩნდა”, _ გვითხრა დოლიძემ.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.