,,პუტინს ეგონა, რომ უკრაინელები უკან დაიხევდნენ, არ იბრძოლებდნენ“, _ თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.
,,ეჭვგარეშეა, რომ ეს ომი უკვე სტრატეგიული დამარცხებაა რუსეთისთვის. მე თავად დავკარგე შვილი. ვიცი რას გრძნობენ ადამიანები, რომლებმაც ოჯახები დაკარგეს. მაგრამ პუტინს ეგონა, რომ უკრაინელები უკან დაიხევდნენ, არ იბრძოლებდნენ. ისტორიისგან გაკვეთილი ვერ მიიღეს. ამის ნაცვლად რუსულ ძალებს დახვდათ მამაც და ძლიერ უკრაინელთა მედეგობა“, _ თქვა ბაიდენმა.