აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა დამოკიდებულია პანდემიის კონტროლის გაუმჯობესებაზე და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„ასე რომ გთხოვთ, გთხოვთ აიცრათ, აიცრათ ახლავე”, _ აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დაინფიცირების მაჩვენებელი მაღალია იმ შტატებში, სადაც დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ბოლო 30 დღის განმავლობაში გასამმაგდა და კვირას 32 136 შემთხვევა გამოვლინდა. 21%-ით გაიზარდა ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა. ამასთან, ბოლო კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით დაღუპულთა მაჩვენებელმა 25 %-ით მოიმატა.