აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოხარულია იმით, რომ დონალდ ტრამპი მის ინაუგურაციას არ დაესწრება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ასევე ბაიდენმა აღნიშნა, რომ “ერთ -ერთი იმ ცოტა საკითხს შორის, რაზეც მე და ის ერთმანეთს ვეთანხმებით”
„შემატყობინეს, რომ მან განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ინაუგურაციას არ დაესწრება. ეს, ერთ-ერთი იმ ცოტა საკითხს შორისაა, რაზეც მე და ის ერთმანეთს ვეთანხმებით. კარგია, რომ არ გამოჩნდება. ის ამ თანამდებობის დაკავების ღირსი არ იყო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ასევე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ინაუგურაციის ცერემონიაზე გამოჩენას მიესალმება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გავხდეთ ისტორიული პრეცედენტის მომსწრეები, თუ როგორ ხდება ადმინისტრაციის ცვლილებები.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.
„ვინც კითხულობდა, მინდა შეგატყობინოთ, რომ 20 იანვარს ინაუგურაციას არ დავესწრები“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
ასევე ცნობილი გახდა, რომ სენატში ,,დემოკრატები“ ამზადებენ დოკუმენტებს ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ, რომელსაც ოფიციალურად ორშაბათს წარადგენენ.
ცნობისთვის, თუ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაესწრება არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას, ეს ფაქტი აშშ–ის ისტორიაში, ჯონ ადამსის, ჯონ ქუინსის და ენდრიუ ჯონსონის შემდეგ, მე–4 პრეზიდენტი გახდება, ვინც ძალაუფლების გადაბარებას არ დაესწრო.
20 იანვარს ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებას აპირებენ, ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი და ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა.