“სიბნელე რომელიც მოსდევს ავტოკრატიას, ჩვენს სინათლეს, ჩვენ სიმტკიცეს ვერ გადაფარავს”,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინას და უკრაინელებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა დიქტატორი
მისივე თქმით, აშშ და ცივილიზებული სამყარო უკრაინას მარტო არ დატოვებს. აშშ-ის ლიდერმა, აღნიშნა, რომ ისინი რუს ხალხს დემოკრატიის მოპოვებაში დაეხმარებიან.
,,ერთად ყოფნის ძალამ დაამარცხა საბჭოთა კავშირი. ვხედავთ, როგორ ახდენს ერთიანობის დემონსტრირებას უკრაინელი ხალხი. ისინი ერთი საწყალი დიქტატორის წინააღმდეგ იბრძვიან. არ უნდა დავკარგოთ იმედი, არ უნდა შეგვეპაროს საკუთარ თავში ეჭვი და რაც მთავარია, არ უნდა შეგვეშინდეს. დიქტატორი, რომელიც ისწრაფვის ისტორიას ჩაბარებული იმპერიის აღდგენისკენ, ვერასდროს მოახერხებს გამარჯვების მოპოვებას. თავისუფალი ადამიანები უარს ამბობენ იცხოვრონ ისეთ სამყარში, სადაც სინათლე არ ჩანს და სიბნელეა გამეფებული. სადაც არ არის დემოკრატია და შესაძლებლობების თავისუფლება. ეს ადამიანი ხელისუფლებაში ვერ დარჩება. ღმერთო დაიფარე უკრაინა და ჩვენი შეიარაღბული ძალები”,- განაცხადა ბაიდენმა.