ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ 2024 წლის არჩევნებში ის ხელახლა მონაწილეობას აპირებს.
ბაიდენმა გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს ვიდეოთი ამცნო, სადაც აღნიშნა, რომ მისი ამოცანაა, დაიცვას დემოკრატია.
ბაიდენის თქმით, მომდევნო არჩევნები იქნება ბრძოლა დემოკრატიასა და პირადი თავისუფლებისთვისაა.
,,საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, ვიცი ეს შეგვიძლია”, – ამბობს ბაიდენი.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020-ის მსგავსად, მომავალი წლის ნოემბერში, საარჩევნოდ ბაიდენი-ტრამპი შესაძლოა კვლავ ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ.
პრეზიდენტმა გაიხსენა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა.
,,ოთხი წლის წინ, როდესაც პრეზიდენტობისთვის კენჭს ვიყრიდი, ვთქვი, რომ ჩვენ ვიბრძვით ამერიკის სულისთვის და ახლაც ასეა. არ არის თვითკმაყოფილების დრო. ამიტომ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას”, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
NBC-ის ახალი კვლევების თანახმად, ამერიკელების 70% და დემოკრატების მხარდამჭერთა ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ბაიდენმა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი აღარ უნდა იყაროს.
ბაიდენი ასაკით ყველაზე დიდი პრეზიდენტია და მისი ასაკი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დემოკრატიული პარტიისთვის, რომელსაც ახლა წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობა აქვს და 2024-ში სენატორების რთული არჩევნები აქვს წინ.
ბაიდენი მეორე ვადის ბოლოს 86 წლის იქნება, რაც ცხრა წლით აჭარბებს აშშ-ში მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.
ავტორი