ორი დღის წინ „ჰარი პოტერის“ ავტორმა, მწერალმა ჯოან როულინგმა მიმართვა გაავრცელა უკრაინის ობოლ ბავშვთა თავშესაფარში დარჩენილთა დასახმარებლად.
მისი საქველმოქმედო ორგანიზაცია უკრაინის ობოლ ბავშვთა დასახმარებლად საკვების, მედიკამენტებისა და ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებისთვის თანხას აგროვებს. გარდა ამისა, ორგანიზაციას ბავშვების უკრაინის დატოვებაში დახმარება სურს.
ორგანიზაციის მიერ შეგროვებული თანხის ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების ფსიქოლოგიურ დახმარებასაც ითვალისწინებს.
„ომი პატარებს ბავშვობას უმახინჯებს და მათ ოჯახებსაც ანგრევს. ამიტომ ჩემი საქველმოქმედო ორგანიზაცია უკრაინის ბავშვთა სახლებში ჩარჩენილი ბავშვების დასახმარებლად საგანგებო მიმართვას ავრცელებს“. – ამ სახის განცხადება გაავრცელა ჯოან როულინგმა.