კომპანია Johnson&Johnson-მა ქალს, რომელიც აცხადებს, რომ კომპანიის წარმოებული პროდუქციის შედეგად სიმსივნე განუვითარდა, 29 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. აღნიშნულ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, კომპანია, რომლის მიერ ტალკით წარმოებულ პროდუქციას ათასობით მომჩივანი ჰყავს და 13 000 მსგავსი საჩივრის წინაშე დგას, ბრალდებას უარყოფს.
როგორც Johnson&Johnson აცხადებს, მის მიერ გამოყენებული ტალკი უსაფრთხოა.
კომპანია ოკლანდში კალიფორნიის უზენასი სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის გასაჩივრებას აპირებს.