დღეს, დილით ოზურგეთის ცენტრალურ ადგილზე, ნინო რამიშვილის ქუჩაზე, შენობების კედლებზე (რომელზეც წინა არჩევნების დროს განაკრავი პლაკატების კვალი არაა წაშლილი), გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, ირაკლი ღლონტის პლაკატები ჩამოხეული ეყარა. ვიზუალური თვალსაზრისით, სავარაუდოდ, პლაკატები ჯოხის დახმარებით უნდა იყოს ჩამოხეული, რადგან პლაკატების ნაგლეჯებთან ერთად ეგდო.
_ ან ძაან დაგვალული იყო, ეტყობა, ეგ ვინც გააკეთა, ან ხელი არ გაისვარა და ჯოხი შეუჩხიკინა. აბა, რა გითხრა, ახლა, რა ვიცი, ვინ და რატომ ჩამოხია. ყარაულიც დააყენონ ბარემ, რაკი ასე ეძებთ, ვინ ჩამოხია, _ გვიპასუხეს რამიშვილის ქუჩაზე განთავსებულ თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავეებმა.
მკითხველებს შევახსენებთ, რომ დილაადრიან ქალაქში თხილის მიმღები ოპერატორები და მეეზოვეები აღვიძებენ და ჩვენც მათგან ვცდილობთ კონკრეტული ინფორმაციის თუ მოვლენის ნამდვილობის დადგენას.
თუმცა, ამჯერად მათ გვითხრეს, რომ პლაკატები ჩამოხეული დახვდათ.
[sexy_author_bio]