სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონი გადადგომას ეხმაურება.
როგორც ინგა ქარდავა სოციალურ ქსელში წერს, “ჯონსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მიაჩმორა“ და გაადაყენა კიდეც. “ მეორე ფრონტის გახსნის შემოქმედი გადადგა. აი, ესეც ასე… ჩავიდა და მიაჩმორა, არ აკმარა და კიდევაც გაააყენა“, _ წერს ქარდავა.
„გურია ნიუსი“ ინგა ქარდავასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ჩვენ ამის შემდგომ ქარდავას სმს შეტყობინებაც გავუგზავნეთ, მაგრამ უშედეგოდ. შეგახსნებეთ, 27 ივნისს, მადრიდში NATO-ს ლიდერთა სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონ შეხვდა.
ავტორი