ანგელა მერკელსა და მე გარკვეული უთანხმოებებიც გვქონდა, ერთ-ერთი უდიდესი უთანხმოება იყო, უნდა მიეღო თუ არა საქართველოს ნატო-ს წევრობის განაცხადთან დაკავშირებული პროცედურა, _ ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის კანცლერს ამ საკითხთან დაკავშირებით ურყევი პოზიცია ჰქონდა და მიიჩნევდა, რომ ამის გაკეთება სწორი არ იყო.
„ანგელა მერკელსა და ჩემ შორის გარკვეული უთანხმოებებიც არსებობდა. ერთ-ერთი უდიდესი უთანხმოება იყო, უნდა მიეღო თუ არა საქართველოს ნატო-ს წევრობის განაცხადთან დაკავშირებული პროცედურა. მას ძალიან ურყევი პოზიცია ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი. მე კი მივიჩნევდი, რომ ამის გაკეთება სწორი იყო“ – განაცხადა აშშ-ს ექსპრეზიდენტმა.