აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის თქმით, აშშ-სა და ნატო-ს ჯარების ავღანეთიდან გაყვანა შეცდომაა. ამის შესახე მან „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„აშშ-სა და ნატო-ს ჯარების ავღანეთიდან გაყვანა შეცდომაა. ვშიშობ, რომ ავღანელ ქალებსა და გოგონებს ენით აღუწერელ ზიანი მიადგებათ“, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა.
ჯორჯ ბუშმა, ასევე აღნიშნა, რომ შეშფოთებულია, ასევე იმ თარჯიმნებისა და სხვა ადამიანების ბედითაც, რომელებიც ავღანეთში უცხოურ ძალებს დახმარებას უწევდნენ და რომლებიც სასტიკი ადამიანების პირისპირ აღმოჩნდებიან.
„ისინი შეიძლება, სასტიკმა ხალხმა მოკლას, ეს გულს მიკლავს“, _ აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ჯორჯ ბუშმა ავღანეთში ამერიკული ჯარი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ გაგზავნა.
ავტორი: მერაბ ცაავა