ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩიკაგოში უკრაინულ ეკლესიაში მივიდნენ.
ვიდეოს Twitter-ზე თავად ბილ კლინტონი ავრცელებს.
“ამერიკა თავისუფლებისთვისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელ ხალხთან ერთად დგას”,– წერს კლინტონი.