ნიუ-იორკის საზოგადო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, მეთვრამეტე საუკუნის წიგნების ციფრულ მატარებლებზე გადატანის დროს, აღმოაჩინეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა, ბიბლიოთეკიდან ორი წიგნი გაიტანა და, დღემდე არ არის დაბრუნებული.
1793 წლის 5 ოქტომბერს, ჯორჯ ვაშინგტონმა, მაშინ ჯერ კიდევ ნიუ-იორკის ერთადერთი ბიბლიოთეკიდან, გამოიტანა ორი წიგნი – „ნაშრომი საერთაშორისო პოლიტიკაზე“ და „დებატების ჩანაწერები ბრიტანეთის სათვისტომოს პალატიდან“.
ვაშინგტონს წიგნები ერთი თვის შემდეგ უნდა დაებრუნებინა, თუმცა ვადას საგრძნობლად გადააცილა.
ბიბლიოთეკის თანამშრომლების გათვლით, ჯარიმის ოდენობა, გადაცილებული დღეებისთვის ინფლაციის გათვალისწინებით, 300 ათას დოლარს შეადგენს. თუმცა, ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია თანხის გადახდას არ აიძულებს პირველი პრეზიდენტის შთამომავლებს და მხოლოდ წიგნების დაბრუნებას ითხოვს.
ავტორი