ატლანტელებს მსოფლიოს ყველაზე დიდი აკვარიუმი “ჯორჯია” მილიარდერმა ბერნი მარკუსმა “აჩუქა“.
იგი 250 მლნ დოლარი დაჯდა და გახსნიდან 6 თვეში 2 მლნ–ზე მეტმა კაცმა ნახა. მას დირექტორთა საბჭო ხელმძღვანელობს. ის ისეა მოწყობილი, რომ მნახველს უნიკალური შთაბეჭდილებები მთელი სიცოცხლე გაჰყვეს. მისი საერთო მოცულობა 30 მლნ ლიტრია.
60 განყოფილებაში კი 100.000-ზე მეტი სულიერი ბინადრობს. ცალკეა მოწყობილი “ტიტანიკის” განყოფილებაც, სადაც ლაინერის შესახებ სრული ინფორმაცია და 190 ნივთია მოთავსებული.
აკვარიუმის ყველაზე დიდი ბინადრები თეთრი ვეშაპები, ვეშაპისებრი ზვიგენები და სკატებია. მარკუსმა, რომელსაც თურმე ძალიან აინტერესებს ზღვის ფაუნა, აკვარიუმის გვერდით ასევე მსოფლიოში ყველაზე დიდი საკვლევი ცენტრი და აურაცხელი ტურისტისთვის განკუთვნილი საკონფერენციო ცენტრი ააგო. ყველა ნაგებობის საერთო ფართობი 120 000 კვმ–ია.
ავტორი