დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ავიაკომპანია ავრცელებს.
„ჯორჯიან ეარვეისი“ კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას! ავიაკომპანია შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება.
პირდაპირი ფრენები შესრულდება თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დიუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დიუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს). პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.
ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება 1 აპრილიდან ავიაკომპანიის ვებგვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.
ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!“ – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.