https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჯორჯინა როდრიგესმა კრიშტიანო დაიცვა

10:16; 8.12.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

კატარის მუნდიალის ბოლო ორ მერვედფინალურ შეხვედრაში მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა. პორტუგალიის ეროვნული გუნდი შვეიცარიასთან ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ყველასათვის გასაკვირი აღმოჩნდა ამ მატჩში დაფიქსირებული შედეგი – 6:1.

პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„კარგი, შესანიშნავი თამაში იყო და ფეხბურთელებს უნდა მივულოცო. ახლა აუცილებელია მიწაზე დაბრუნება. მშვენიერი იყო, შესანიშნავი, მაგრამ წინ სამი თამაშია და მათ შორის, ერთი ოთხ დღეში გვექნება. იდეალური საღამო არ იყო, მაგრამ შესანიშნავად ვითამაშეთ და სწორი დამოკიდებულება 90 წუთის განმავლობაში გამოვავლინეთ.

ფეხბურთელებს სხვადასხვა თვისებები აქვთ. რონალდუსთან პრობლემა არ მაქვს, ჩვენ მრავალი წელია ვმეგობრობთ. ყველაფერი რიგზეა და მან ნამდვილი კაპიტნის მაგალითი აჩვენა. ადრეც ვისაუბრე ამაზე და აღარ გავიმეორებ: ის და გონსალო რამოში განსხვავებული ფეხბურთელები არიან, გუნდისთვის საუკეთესო არჩევანის გაკეთებას ვცდილობ. კრიშტიანუ ჩვენი კაპიტანია და ჩემი გადაწყვეტილების შემდეგ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ის ბიჭია, რომელიც ყოველთვის ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს, მაგრამ ახლა ვერ ვიტყვი, ითამაშებს თუ არა შემდეგ მატჩში, ვნახოთ, რა იქნება. რამოში კარგად გრძნობდა თავს და შვეიცარიასთან არჩევანი მასზე გავაკეთე და ჩემი არჩევანით დავჯილდოვდი. შედეგი ამტკიცებს, რომ მართალი ვიყავი.

მაროკოსთან მატჩი? არ ღირს რაიმე პროგნოზის გაკეთება. კარგად მახსოვს, რა სირთულეები გვქონდა 2018 წელს, როცა მაროკოსთან ვითამაშეთ“.

ზემოთხსენებულ შეხვედრაში კრიშტიანო რონალდო, მხოლოდ 74-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 5:1 გახლდათ. მატჩის დასრულების შემდეგ ამ ამბავს სოციალურ ქსელში რონალდოს მეგობარი გოგონა ჯორჯინა როდრიგესი გამოეხმაურა:

„სამწუხაროა, რომ 90 წუთის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის თამაშით ვერ დავტკბი. ფანები არ წყვეტენ შენი სახელის სკანდირებას!

იმედი მაქვს, ღმერთი და თქვენი ძვირფასი მეგობარი ფერნანდო სანტუში კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ რონალდოს თამაშისგან მიღებული ემოციები კიდევ ერთხელ განვიცადოთ“, – დაწერა ჯორჯინამ სოციალურ ქსელში.

თავად რონალდუმ სოციალურ ქსელში შემდეგი მიმართვა გაავრცელა:

„საოცარი დღეა პორტუგალიისთვის, ისტორიული შედეგით მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს ტურნირზე. ეს ნიჭით და ახალგაზრდებით სავსე გუნდია, რომელმაც თავი მდიდრულად წარმოაჩინა. ვულოცავ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. ოცნება გრძელდება! წინ პორტუგალია!“ – დაწერა რონალდუმ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

და მაინც, კრიშტიანო რონალდუს თავს ყველაფერი წესრიგში არ არის. გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა იმ ფეხბურთელებისთვის გამართა ვარჯიში, ვისაც მერვედფინალურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშიათ. ამ სესიაში კრიშტიანუ რონალდუს მონაწილეობა არ მიუღია.

თავდაპირველად, ფეხბურთელები სპორტდარბაზში შეიკრიბნენ და რონალდუ მათთან ერთად იყო. მისი ვარჯიშის შემხედვარე იგრძნობოდა, რომ ის დისკომფორტს არ განიცდიდა, თუმცა როდესაც ფეხბურთელები მინდორზე გამოვიდნენ, კრიშტიანუ მათთან ერთად არ იმყოფებოდა, რამაც ჟურნალისტების გაკვირვება გამოიწვია.

მერვედფინალური სტადიის სენსაციის შემოქმედი ესპანეთის ეროვნული გუნდი გახდა, რომელიც თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიაში მაროკოსთან დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატი უსახელოდ დატოვა.

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი გუნდით ამაყობს.

„ვფიქრობ, თამაშში ვდომინირებდით, მაგრამ უფრო მეტი საგოლე მომენტი უნდა შეგვექმნა. 11-ჯერ დავარტყით, თუმცა კარში მხოლოდ ერთხელ დავარტყით, ერთხელ კი სარაბიას ძელის მომენტი გვქონდა. ჩემი გუნდით ვამაყობ. ვწუხვარ, მხოლოდ იმ ბიჭების გამო, რომელთაც მუნდიალზე თამაში არ მოუწიათ.

ერთი წლის წინ, ერთ–ერთ შეკრებაზე ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მინიმუმ 1000 პენალტი უნდა შეესრულებინათ, რადგან ზუსტად მუნდიალის წინ ამაზე ვარჯიში საკმარისი არ იქნებოდა. მე მეგონა მათ საშინაო დავალება შესრულებული ჰქონდათ.

ეს ისეთი მომენტია, სადაც მაქსიმალური ყურადღება გჭირდება. სწორედ ამ დროს უნდა გამოაჩინო ნერვები და ის, რომ პენალტის დარტყმა შეგიძლია ზუსტად ისე, როგორც დაგეგმე. თუ ვინმე ამაზე 1000-ჯერ ივარჯიშებს, ეს მასზე აისახება.

პენალტების სერიაზე პასუხისმგებლობა მაინც მთლიანად ჩემია, რადგან პირველი სამი დამრტყმელი მე ავირჩიე, დანარჩენები ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს. ჩემი მომავალი? ახლა ამაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არაა. ჯერ სახლში მინდა დავბრუნდე და მომავალი კვირიდან პრეზიდენტთან ვისაუბრებ, თუ რა შეიძლება მომავალში მოხდეს“,_  განაცხადა ლუის ენრიკემ.

სრულიად საწინააღმდეგო განწყობა სუფევდა მაროკოელთა რიგებში. ამ ქვეყნის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ შემდეგი განცხადება გააკეთა:

„დიდი მატჩი ვითამაშეთ. ფეხბურთელებმა დავალებები შეასრულეს. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა და დავიღლებოდით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ისტორიაში შევედით. ამ გამარჯვებას მაროკოელ ხალხს ვუძღვნი. მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად ენერგიის ქონა და თამაშების მოგება დაგვჭირდება. ახლა უნდა დავისვენოთ, ენერგია აღვიდგინოთ და მერე ვნახოთ, რა მოხდება“.

მატჩის შემდეგ მაროკოს ეროვნული გუნდის გულშემატკივრები ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამარჯვების აღსანიშნავად ქუჩებში გამოვიდნენ, რის გამოც ადგილობრივ პოლიციელებს მკაცრი ზომების მიღება მოუწიათ.

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მაროკოს გულშემატკივრები ისროდნენ მაშხალებს, კეტავდნენ ქუჩებს, პოლიციას საკუთარი სამუშაოს შესრულების უფლებას არ აძლევდნენ, ძვრებოდნენ ადგილობრივი ტრანსპორტის სახურავზე.

დიდი არეულობა იყო ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში – ბილბაოში, მურსიაში, გრანადაში, კარტახენაში, ბარსელონასა და მადრიდში. 

პარიზში, მარსელში, ტურინში, ბრიუსელსა და დოჰაში გულშემატკივრების დასაშლელად ადგილობრივმა სამართალდამცველებმა რადიკალურ ზომებს მიმართეს.

შედარებით მშვიდი სიტუაცია იყო ლონდონში. ქომაგები საკუთარი ქვეყნის წარმატებას მეტროს ჩასასვლელებსა და გამარჯვების მემორიალთან აღნიშნავდნენ.

ფრანგული გამოცემა „L’Equipe“–ის ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა კილიან მბაპემ რამდენიმე სავარჯიშო სესია გამოტოვა. გამოცემის მტკიცებით, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი და თავად მბაპე ვარჯიშის დაწყებამდე გუნდის მთავარ ექიმს დიდხანს ესაუბრებოდნენ.

23 წლის ფორვარდმა მხოლოდ აღდგენითი ვარჯიშები ჩაატარა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ზუსტი ინფორმაცია მბაპეს ტრავმის შესახებ, თუმცა ფრანგულ მასმედიაში უკვე შიშობენ, რადგან მუნდიალის დაწყების წინ კილიანს კოჭის ტკივილები აწუხებდა.

გუშინ, ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკას პაკეტამ ირლანდიის ეროვნული გუნდის ყოფილ კაპიტან როი კინს უპასუხა, რომელმაც სამხრეთამერიკელები სამხრეთ კორეასთან მატჩში ყველა გოლის შემდეგ გამართული ცეკვის გამო გააკრიტიკა.

„ცეკვით იმ სიხარულს გამოვხატავთ, რასაც გოლის შემდეგ განვიცდით. ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენოთ. თუ დააკვირდებით, არც მეტოქეებთან ახლოს ვცეკვავთ. უბრალოდ ერთად ვიკრიბებით და ვხარობთ. ეს სუფთა ბრაზილიური მომენტია. თუკი კინს არ მოსწონს, ნამდვილად ვერაფერს ვიზამთ. ფეხბურთელებს გოლების გატანა უხარიათ და მეტი არაფერი. მგონი, თავად მანდ უნდა გამოიჩინოს პატივისცემა“.

როი კინი ბრაზილიელთა თამაშით აღფრთოვანებული დარჩა, თუმცა, ცეკვებით გაღიზიანდა და ასეთი ფრაზაც კი თქვა: „მეგონა, ცეკვავენ ვარსკვლავებს ვუყურებდი. ვფიქრობ, მხოლოდ დროის საკითხია, რომელიმე ბრაზილიელს ამის გამო როდის მოხვდება“.

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება და შესაძლოა მთავარ მწვრთნელ ლიონელ სკალონის ტაქტიკის შეცვლა მოუწიოს.

არგენტინული მედიის მტკიცებით, დიდი ალბათობით პაპუ გომესი ვერ ითამაშებს, ხოლო ანხელ დი მარიას ტრავმა ისევ აწუხებს და მისი თამაშიც საეჭვოა. აღნიშნული პრობლემების ფონზე სკალონი 3-5-2 სქემის გამოყენებაზე ფიქრობს.

დაცვის ცენტრში ნიკოლას ოტამენდისა და კრისტიან რომეროს ლისანდრო მარტინესი უნდა შეუერთდეს, რომელიც ავსტრალიასთან შეხვედრაში მოედანზე პაპუ გომესის ნაცვლად გამოჩნდა. ნახევარდაცვის ცენტრში ალექსის მაკალისტერი, როდრიგო დე პაული და ენცო ფერნანდესი უნდა იყვნენ, ფლანგებს ნაუელ მოლინა და მარკოს აკუნია გააკონტროლებენ, ხოლო შეტევაში ლიონელ მესის ხულიან ალვარესი შეუწყვილდება. ამის მიუხედავად, არგენტინელი ჟურნალისტები 4-4-2 სქემით თამაშის ვარიანტსაც არ გამორიცხავენ.

ნიდერლანდების ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი კი მიიჩნევს, რომ მის გუნდს შეუძლია ლეო მესის ნაკლოვანებები სათავისოდ გამოიყენოს.

„მესი ყველაზე საშიში და კრეატიული მოთამაშეა, მას შედეგის მომტანი ბევრი მომენტის შექმნაც შეუძლია და გოლების თავად გატანაც. მაგრამ როდესაც ისინი ბურთს კარგავენ, მესი თითქმის არ მონაწილეობს იმ ეპიზოდში და ეს ჩვენ შანსს გვაძლევს“, – განაცხადა ლუის ვან გაალმა.

გუშინ ცნობილი გახდა რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესაძლოა ჰანს–დიტერ ფლიკმა დატოვოს.

მას შემდეგ, რაც გერმანიის ნაკრები მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა დატოვა, შესაძლოა, ფლიკიც მის გზას გაუყენონ.

დასახელდა ფლიკის შესაძლო შემცვლელების გვარებიც – ფრედი ბობიჩი, რალფ რანგნიკი და ტომას ტუხელი, რომელიც „ჩელსიდან“ დათხოვნის შემდეგ უმუშევარია.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25 იანვარი, 2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25 იანვარი, 2026
სპორტი

„ერთ დღეს გამოვიპარე და თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი“

10:21; 25 იანვარი, 2026
სპორტი

„ბინა გასაგებია, მაგრამ ეს „ვოლგა“ რა მანქანაა ასეთიო…“

09:53; 25 იანვარი, 2026
სპორტი

ისტორიაში პირველად: საქართველოს წარმომადგენელი სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

10:06; 16 იანვარი, 2026

ალ პაჩინო შესანიშნავი კულინარიც ყოფილა

შეცვალეს თუ არა თავის დროზე პოლ მაკარტნი?

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:05; 26.01.2026
ზაფრანი

მნიშვნელოვანი ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

10:03; 26.01.2026
ზაფრანი

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები

10:00; 26.01.2026
ზაფრანი

რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას

9:59; 26.01.2026
ზაფრანი

რომელი მცენარე უნდა ჰქონდეთ სახლში

9:53; 26.01.2026
სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება

20:58; 25.01.2026
მსოფლიო

ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

20:52; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ განცხადება შეიძლება გახდა გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების საფუძველი, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი

20:34; 25.01.2026
მსოფლიო

ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

18:23; 25.01.2026
სამართალი

გორის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:06; 25.01.2026
პოლიტიკა

PEN-ის საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

16:41; 25.01.2026
პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25.01.2026
საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25.01.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო