ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე: „ჯუმათში ვიწყებთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის გახორციელებას _ სოფელ ჯუმათში გზის რეაბილიტაციას, რომელიც ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრამდე სრულად განახლდება. ეს გზა რამდენიმე ათეული წელია ავარიულ მდგომარეობაშია. ტენდერი გამოცხადებულია და სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. პროექტი, რომელშიც ჩვენთან ერთად ინფრასტრუქტურის სამინისტროცაა ჩართული, მომდევნო წელსაც გაგრძელდება და ამ მიზნისთვის, ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
ჯუმათში აღნიშნული საგზაო მონაკვეთის მოწესრიგება გადაადგილების პრობლემას მოუხსნის არამხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ყველა სტუმარს რომელიც ყოველწლიურად ჩამოვა”.
(R)