წუხანდელი სტიქიის შემდეგ, რაც კოკისპირულ წვიმითა და ჭექა-ქუხილით გამოიხატა მთელ გურიაში, ბევრგან არის ზარალი და იყო კრიტიკული სიტუაციებიც.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში ნაძვს მეხი დაეცა და შუაზე გახეთქა.
იქვე ახლოს მცხოვრებ დარჩიების ოჯახიდან ამ ყველაფერს თვალნათლივ უყურეს.
_ სახლის ჭიშკრიდან ოციოდე მეტრით დაშორებულ ნაძვს, უცებ მეხი დაეცა და შუაზე გაგლიჯა. რომ იტყვიან, ბეწვზე გადავრჩით. ნაძვები სახლის გვერდითაც დგას და იმათ რომ დაცემოდა, არ ვიცით, რა მოხდებოდა…
მოკლედ, უფალს მადლობა… _ გვითხრეს ჯუმათში სტუმრად მყოფმა ახალგაზრდებმა, ნიკა დარჩიამ და ლუკა სიხარულიძემ, რომლებიც მამიდასთან სტუმრად იმყოფებოდნენ და უკან დაბრუნების შემდგ, ფოტო გდაუღეს ნაძვს, რომელსაც მეხი დაეცა.
ავტორი